ხარკოვში ახალგაზრდა კაცი ტაძრის ღობეზე ჩამოახრჩეს
ხარკოვში დღეს ტრაგედია დატრიალდა. ქრისტეშობის ტაძრის ღობეზე გამვლელებმა წებოვანი ლენტით მიბმული ახალგაზრდა კაცის გვამი აღმოაჩინეს. გარდაცვლილი დაახლოებით 25 წლის მამაკაცია. ადგილზე შსს-ს თანამშრომლები მუშაობენ. მათ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ღობე, რომელზეც კაცი იყო დაკიდებული, გაღუნული იყო, გვერდით კი სამედიცინო ხელთათმანები ეყარა. ხარკოვის რამდენიმე მოქალაქე თვლის, რომ მამაკაცი არის ჯვარცმული.
„ნოვოროსიის სახალხო ფრონტის“ თანათავმჯდომარე კონსტანტინე დოლგოვი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი სარიტუალო მკვლელობაა.
„ადამიანი ჯვარცმულია, ეს სარიტუალო მკვლელობაა. მე ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ გაფრთხილებდით, რომ ჩვენ მათი მხრიდან სარიტუალო მკვლელობების მომზადების შესახებ გვქონდა ინფორმაცია“, – განაცხადა დოლგოვმა.
სხვა ვერსიით კი მამაკაცი გუშინდელი არეულობების შედეგად დაიღუპა.