“ნიკოლოზ მარსაგიშვილს აქვს პროფესიით მუშაობის საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება, 25-წლიანი მუშაობის სტაჟი” – ოხანაშვილი

„სამწუხაროა, რომ საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც კამერების წინ არის მაკრიტიკებელი ქართული სასამართლო სისტემის, არ იღებდა მონაწილეობას ამ [არჩევის] პროცესში. თუმცა, ამას არ აკეთებენ ისინი შინაარსობრივი საკითხების განხილვის დროს, რადგან იციან, რომ მათ მხარეს არგუმენტები არ არის”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც  გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენის პროცესში საპარლამენტო ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო.

“ბატონ ნიკოლოზ მარსაგიშვილს აქვს პროფესიით მუშაობის საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება, 25-წლიანი მუშაობის სტაჟი, აქედან 16 წელი მოსამართლედ მუშაობის სტაჟი და, შესაბამისად, კომიტეტმა მიიჩნია, რომ მისი არჩევა მიზანშეწონილია შესაბამის პოზიციაზე“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ნიკოლოზ მარსაგიშვილს მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები