დავით მათიკაშვილი: რადიკალებს საქართველოში არ აინტერესებთ ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვა

“კომიტეტში არსებული ცარიელი სკამები, სადაც წესით ოპოზიცია უნდა იჯდეს, არის მანიშნებელი იმის, რომ რადიკალებს საქართველოში არ აინტერესებთ ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვა”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა დავით მათიკაშვილმა “ქრონიკას” განუცხადა.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა არჩევანი უკვე გააკეთა.

„საქართველომ, უმრავლესობამ უკვე გააკეთა არჩევანი და ჩვენ მხარი დავუჭირეთ ოჯახური ღირებულებების დაცვას, პროპაგანდის აკრძალვას“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები