თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 173-ე სეზონი „აბესალომ და ეთერით“ გაიხსნება

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 21, 22 სექტემბერს 173-ე სეზონს გახსნის.
როგორც ოპერის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,  სეზონი, ტრადიციისამებრ,  ზ.ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერით” გაიხსნება.
დამდგმელი დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი;
დამდგმელი რეჟისორი – გიზო ჟორდანია;
სცენოგრაფია, კოსტიუმები, განათება – გიორგი ალექსი-მესხიშვილი;
ქორეოგრაფი – ილიკო სუხიშვილი.
მონაწილეობენ: აბიო მეფე – გოჩა დათუსანი, აბესალომი – არმაზ დარაშვილი, ნათელა – ირინა ალექსიძე, მარიხი – მარიკა მაჩიტიძე, ეთერი – მაყვალა ასპანიძე, მურმანი – სულხან გველესიანი, ნაანა – ნანა ძიძიგური, თანდარუხი – თამაზ საგინაძე, სტუმარი – გია მახარაძე, მსახურთუხუცესი – აკაკი გუგუშვილი,
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი, ორკესტრი და საბალეტო დასი, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები