ბექა დავითულიანი – „ნაცმოძრაობაზე“: მოგვეცით ჩვენ ხმა და გაიღვიძებთ მდიდრები – ესაა მათი პროპაგანდა, ხალხმა როდესაც მათ მისცა ხმა, გვახსოვს, როგორებმაც გავიღვიძეთ

მმართველი გუნდის წევრი ბექა დავითულიანი „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა.

„ჩვენ გვახსოვს, რომ საუბრობდნენ, თითქოს, სტატუსს რომ მივიღებდით, გავიღვიძებდით და ვიქნებოდით ყველა მდიდარი – აი, ასეთი პროპაგანდა იყო. მერე სტატუსი მივიღეთ და დაავიწყდათ, ამას რომ ამბობდნენ. მოგვეცით ხმა ჩვენ და გაიღვიძებთ მდიდრები – ესაა მათი პროპაგანდა! ამ ხალხმა როდესაც მათ მისცა ხმა, გვახსოვს, როგორებმაც გავიღვიძეთ. ახლა ვერავის მოატყუებ“, – აღნიშნა დავითულიანმა.

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ დღეს ბლოკავს 14 მილიარდს, რომელიც საქართველომ ევროპული ფონდებიდან უნდა მიიღოს და ქვეყანას ეკონომიკურ განვითარებაში დაეხმაროს. “ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ 14 მილიარდს მოვიტანთ საქართველოში”,- აღნიშნა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები