“ჩვენი გუნდი არის ის გუნდი, რომელიც ევროპის გზაზე წაგვიყვანს მშვიდობით, ღირსებით” – გენო პეტრიაშვილი
“მთელი ჩემი ცხოვრება გავიზარდე ჩემი გმირების ისტორიებზე, მამაჩემი ორი ომის ვეტერანია, ძალიან თავდადებული ადამიანია ქვეყნის წინაშე. ეჭვი არ გვეპარება, რომ თითოეულ ჩვენგანს გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” სიის წევრი, გენო პეტრიაშვილი აცხადებს.
პეტრიაშვილის თქმით, მისი გამარჯვება ყოველთვის სამშობლოსა და გმირებს ეძღვნება.
“ვთვლი, რომ ჩვენი გუნდი არის ის გუნდი, რომელიც ევროპის გზაზე წაგვიყვანს მშვიდობით, ღირსებით, ღირსეულად და გავაერთიანებთ ჩვენს სამშობლოს, დავიბრუნებთ და ავაშენებთ ძალიან მაგარ ევროპულ საქართველოს”, – ამბობს პეტრიაშვილი.