საქართველოსა და სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციას შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

საქართველომ უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გააფორმა აღმოსავლეთ კარიბის ზღვის აუზში მდებარე კუნძულოვან სახელმწიფოსთან – სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციასთან, სადაც დაახლოებით 55 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

შეთანხმება 2019 წლის ივლისში მიიღეს, თუმცა ძალაში 2024 წელს შევიდა.

შეთანხმების თანახმად, ვიზის მოთხოვნიდან თავისუფლდებიან ორივე ქვეყნის მოქალაქეები, თუ მათ აქვთ მოქმედი დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტი. უვიზოდ ყოფნის ვადა 180-დან 90 დღეა.

ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სამუშაოდ მისულ პირებს მოეთხოვებათ ადგილობრივი აკრედიტაციის გავლა 30 დღის ვადაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები