„ქართული ოცნება“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. ჩვენ ვნახეთ ხალხის რეაქცია. გაუხარდათ ის, რომ ჩვენი ლეგენდები არიან პირველ ოცეულში. გაუხარდათ ის, რომ თავად ბიძინა ივანიშვილი იქნება სიის სათავეში და ის გაუძღვება წინ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობისკენ”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა პატრიოტმა ქართველმა 26 ოქტომბრის არჩევნებში მხარი “ქართულ ოცნებას” უნდა დაუჭიროს.
„მნიშვნელოვანია და ესეც არის გზავნილი ყველა პატრიოტი ქართველისთვის, რომ 26 ოქტომბერს მხარი დაუჭირონ „ქართულ ოცნებას“, არ დარჩნენ სახლში, გამოვიდეს ყველა, რადგან 26 ოქტომბერს წყდება საკითხი, ეს ქვეყანა იქნება დამოუკიდებელი, საკუთარი ინტერესების მოქმედი ქვეყანა, თუ იქნება სხვა ხალხების, უცხო პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების გამტარებელი და იქნება ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ ოპოზიციისგან, რომელიც მთლიანად დაქვემდებარებულია გარე ჯგუფებს. ვხედავთ, რომ ისინი საარჩევნო კამპანიასაც კი გარეთ ატარებენ და გარედან უტარებენ საარჩევნო კამპანიას. დღე არ გადის, რომ ვიღაცამ რაღაც არ თქვას საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით. ყველა ქვეყანას თავისი არჩევნები აქვს ჩასატარებელი და რატომღაც იცლიან იმისთვის, რომ ჩვენს ოპოზიციას რაღაცნაირად მისცენ ხოლმე თემები სალაპარაკოდ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.