“ქართული საზოგადოება უკვე მაღალ დონეზეა ინფორმირებული და ვერცერთი განცხადება ვეღარ დააზიანებს საქართველოს საზოგადოების აზროვნებას” – მაჭარაშვილი
“ქართული საზოგადოება უკვე მაღალ დონეზეა ინფორმირებული და ვერცერთი განცხადება ვერც ევროპიდან და ვერც ევროკავშირიდან ვეღარ დააზიანებს საქართველოს საზოგადოების აზროვნებას”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.
“ადრე დეზინფორმირებულ ადამიანს მარტივად მართავდნენ, მაგრამ ახლა საზოგადოება სწორად ინფორმირებულია და გაცვდა სიტყვები – საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა. საზოგადოება ხედავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს პირველ-მეორე ადგილზე ასახელებენ დემოკრატიის განვითარების კუთხით, თუ გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ეს განცხადებები უკვე ფარატინა ქაღალდებია“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.