საპენსიო სააგენტო: 2024 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 12,516-მა პირმა

საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 548 ათასი ადამიანია.

შესაბამის მონაცემებს საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, 2024 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 12,516-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 45.9 მლნ ლარი.

“საპენსიო აქტივების ღირებულება კი შეადგენს 5.5 მლრდ ლარს, მათ შორის, საინვესტიციო ამონაგებმა 1.23 მლრდ ლარს გადააჭარბა”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები