მაჭავარიანი – ლგბტ პროპაგანდაზე: ძირშივე ვაპირებთ ამ პრობლემის მოჭრას, რომ ჩვენი მომავალი თაობები გაიზარდონ ჯანსაღ გარემოში

“ეს არის ის, სადაც ჩვენი ამომრჩევლის და „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის სრული თანხვედრა არის ამ თემის გარშემო. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ხედავს როგორი რისკები დგას მსოფლიო და როგორი გამოწვევებია ლგბტ პროპაგანდით”, – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ დეპუტატმა,  ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა.

„მე სპეციალურად კონკრეტიკაში არ შევალ და არ ჩამოვთვლი იმ ძალიან განვითარებულ დასავლურ ქვეყნებს, სადაც სკოლებში და ბაღებში სამწუხაროდ მიმდინარეობს ბავშვებში აგიტაცია, რომ თითქოს ისინი სქესით არ არიან დაბადებულები და რომ გაიზრდებიან შემდეგ აირჩევენ რომელ სქესს მიეკუთვნებიან. ჩვენ ძირშივე ვაპირებთ ამ პრობლემის მოჭრას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მომავალი თაობები გაიზარდონ ჯანსაღ გარემოში“, – განაცხადა  მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები