ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვისკენ რამდენიმე რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვისკენ მცირე რადიუსის რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა,- ინფორმაციას Deutsche Welle  ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რამდენიმე რაკეტამ 360 კილომეტრი დაფარა და ზღვაში ჩავარდა.

სამხრეთ კორეის, იაპონიისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა ბირთვულ საკითხებში ფხენიანის მიერ ბალისტიკური რაკეტების გაშვება სატელეფონო საუბრისას დაგმეს.

სეულმა, ტოკიომ და ვაშინგტონმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეის ქმედებები მშვიდობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტების გაშვება აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივ წვრთნებზე პასუხი იყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები