ბრიტანეთი და აშშ უკრაინას 1.5 მილიარდი დოლარით დაეხმარებიან

აშშ და გაერთიანებული სამეფო უკრაინას, დაახლოებით, 1.5 მილიარდი დოლარით დაეხმარება, – ამის შესახებ ქვეყნების წარმომადგენლებმა კიევში ოფიციალური ვიზიტისას განაცხადეს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინისთვის $700 მილიონის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარების შესახებ განაცხადა, ხოლო გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ ბრიტანეთი უკრაინას დამატებით $782 მილიონით დაეხმარება, რაც სასესხო გარანტიებსაც მოიცავს.

აღნიშნული დახმარება, ძირითადად, ზამთრის წინ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერებას ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები