საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინას 11 ოქტომბერს პოზნანში შეხვდება
საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინას 11 ოქტომბერს პოზნანში შეხვდება.
ჩეხეთსა და ალბანეთთან მოგების შემდეგ, საქართველოს 6 ქულა აქვს და ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს.
მეორე-მესამე პოზიციებს ალბანეთისა და ჩეხეთის ნაკრებები ინაწილებენ, ხოლო ბოლო პოზიციაზე უკრაინის გუნდია.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ბურთების შეფარდება ხუთი გატანილი და ერთი გაშვებული გოლია.