სუმის ოლქზე რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად, ცამეტი ადამიანი დაშავდა

რუსეთმა გასულ ღამეს სუმის ოლქზე საჰაერო იერიში მიიტანა,- ამის შესახებ ინფორმაციას სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

თავდასხმის შედეგად, ცამეტი ადამიანი დაშავდა.

„რუსებმა გამოიყენეს “შაჰედის” ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, რომლის სამიზნეც იყო საცხოვრებელი სახლები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები. მტრის თავდასხმის შედეგად, 13 ადამიანი დაშავდა“, – აღნიშნულია სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები