პოლიციამ კუნძულ იბიცაზე 700 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო
ადგილობრივმა პოლიციამ კუნძულ იბიცაზე ექსტაზის მილიონი აბი ამოიღო. ესპანელმა სამართალდამცველებმა ოპერაციის დროს მიაგნეს სხვა, ჯამში, 700 კილოგრამზე მეტი რაოდენობის ნარკოტიკებსაც – მათ შორის ვარდისფერ კოკაინსა და კეტამინს.
ამოღებულ არალეგალურ ნივთიერებათა საერთო ღირებულება 25 მილიონ ევროს აღემატება.
პოლიციის ინფორმაციით, ეს სინთეზური ნარკოტიკების ყველაზე დიდი პარტიაა, რომლის პოვნაც სამართალდამცველებმა შეძლეს.
დაკავებულია 9 პირი. პოლიცია მათ ესპანეთში სინთეზური ნარკოტიკების კონტრაბანდის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზაციის წევრებად მოიაზრებს.