ანრი ოხანაშვილი: თუ ბატონი როთი ბოდიშის მოსახდელად ჩამოდის, ამას გაგებით მოვეკიდებით
როთმა წინა ჩამოსვლისას უხეშად დაარღვია დიპლომატიური ეტიკეტის ნორმები,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„ბატონი როთი ჩვენს საზოგადოებას დაამახსოვრდა, როგორც ჭკუის მსწავლებელი. მან გადაწყვიტა, რომ ჭკუა ესწავლებინა, თუ რას ნიშნავს დემოკრატია, მან გადაწყვიტა, რომ ჭკუა უნდა ესწავლებინა ჩვენი ხალხისთვის, მთავრობისთვის. ეს არის დიპლომატიური ეტიკეტის უხეშად დარღვევა. ჩვენთვის ეს მიუღებელია. თუ ბატონი როთი ბოდიშის მოსახდელად ჩამოდის, ამას გაგებით მოვეკიდებით, თუმცა ის ვერ წაშლის იმ განცხადებებს, რაც მან აკეთა. ჯერ ეს ნაბიჯი გადადგას და მერე გადავწყვეტთ, ღირს თუ არა საერთოდ მასთან შეხვედრა – ადამიანთან, რომელიც ცდილობს, ჩვენი ქვეყნის საქმეებში უხეშად ჩაერიოს“, – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
ცნობისთვის, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ვიზიტი 16 სექტემბერს საქართველოში დააანონსა.