გერმანიის კანცლერი რუსეთის მონაწილეობით, უკრაინის მშვიდობის სამიტის მოწვევის იდეით გამოვიდა

მსოფლიოს სჭირდება ახალი უკრაინის მშვიდობის სამიტის მოწვევა, რომლის მუშაობაში რუსეთიც მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ქვეყნის ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ გვჭირდება კიდევ ერთი მშვიდობის კონფერენცია. რუსეთმა მაგიდასთან ადგილი უნდა დაიკავოს. ეს არის ამოცანა, რომლის შესრულებაც ჩვენ ახლა გვჭირდება“, – თქვა შოლცმა.

სიტყვით გამოსვლის დროს გერმანიის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გერმანელი ამომრჩევლების ნაწილი უკრაინისთვის დახმარების გადაცემის წინააღმდეგია.

მან აგრეთვე დასძინა, რომ უკრაინის მხარდაჭერა სწორია და ის უნდა გაგრძელდეს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

ამასთან, შოლცის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე იქნება აგებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები