სათამაშო ძაღლი პატარა იორიკისთვის (ვიდეო)
მოსკოვის ზოოპარკში ნამატია – იქ ერთ-ერთ გალიაში ცხოვრობს კაპუცინის ჯიშის მაიმუნი, სახელად იორიკი. ის ერთი თვის წინ დაიბადა, თუმცა მშობლებმა უყურადღებოდ დატოვეს პატარა, რომელიც სიკვდილს ზოოპარკის თანამშრომლებმა გადაარჩინეს. პატარა იორიკი გალიიდან გამოიყვანეს და დღემდე ბავშვივით ზრდიან.
საინტერესოა, რომ დაბადებიდან დღემდე პატარა კაპუცინის განუყრელი მეგობარია სათამაშო ძაღლი, რომელიც მას ზოოპარკის თანამშრომლებმა, უპირველეს ყოვლისა, გასათბობად მისცეს, რადგან დაბადების პირველი დღიდანვე ის სრულიად მარტო დარჩა. იორიკს გაუმართლა, რომ მასზე ზოოპარკის თანამშრომლებმა იზრუნეს, ბუნებრივ პირობებში პატარა კაპუცინის გადარჩენის შანსი ფაქტობრივად არ არსებობდა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Z-yZNaJsGBU” width=”560″ height=”315″]