დნეპროპეტროვსკის ოლქში, რუსული თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა

11 სექტემბერს, რუსი სამხედროები თავს დაესხნენ დნეპროპეტროვსკის ოლქის კამენსკის რაიონს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ასევე არიან დაშავებულებიც,- ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, სერგეი ლისაკმა განაცხადა.

„რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, განგაში გაგრძელდება, ფრთხილად იყავით”,- წერს ლისაკი ტელეგრამის არხზე.

მანამდე, მონიტორინგის არხები მოსახლეობას რეგიონში შესაძლო ბალისტიკური თავდასხმების შესახებ აფრთხილებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები