გერმანიაში, დრეზდენში კაროლას ხიდი ჩაინგრა
გერმანიაში, დრეზდენში კაროლას ხიდი ჩაინგრა,- ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ხიდის ჩამონგრევა სავარაუდოდ დიდ სატრანსპორტო ქაოსს გამოიწვევს, რადგან კაროლას ხიდი, მდინარე ელბაზე არსებული ოთხი ხიდიდან ერთ-ერთია.
ქალაქის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შემთხვევის დროს ხიდზე არავინ იმყოფებოდა და, შესაბამისად, ჩამონგრევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საავტომობილო, ასევე გემების მიმოსვლა გაურკვეველი ვადით შეჩერებულია. ხიდის ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.