„საქართველოს კომპლიმენტს ვუძღვნი” – ალბანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

„საქართველოს კომპლიმენტს ვუძღვნი. ფრე სამართლიანი იქნებოდა, მაგრამ გოლმა ყველაფერი შეცვალა”, – ამის შესახებ ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა,  სილვინიომ ისაუბრა.

“სამწუხაროდ, ერთი ბურთით წავაგეთ. ჩემს მოთამაშეებს ვაფასებ, რადგან მათ ყველაფერი გააკეთეს, მათთან პრეტენზია არ მაქვს. ჯგუფში ძლიერი მეტოქეები გვყავს“, – აღნიშნა მწვრთნელმა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთი ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მოწინააღმდეგის კარში გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები