ნიკოლ ფაშინიანი – მზად ვართ, აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების ტექსტს ხელი სწრაფად მოვაწეროთ
სომხეთი მზადაა ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან იმ პირობებით, რაც აქამდე იყო შეთანხმებული,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„ამ ბოლო დროს გსმენიათ, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების 80 პროცენტი შეთანხმებულია, ასეთი განცხადებები გაკეთდა სხვადასხვა პლატფორმებიდან და მინდა განვაცხადო, რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში. ამ მომენტში სრულად არის შეთანხმებული ცამეტი მუხლი და სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის პრეამბულა, ხოლო კიდევ სამი მუხლი, რომელიც ძირითადად, ორი წინადადებისგან შედგება, ნაწილობრივ შეთანხმებულია. “, – აღნიშნა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, უმჯობესია, შეიქმნას ფუნდამენტური დოკუმენტი, შემდეგ კი გაგრძელდეს დისკუსია დანარჩენ საკითხებზე.
“ჩვენ გავაკეთეთ ეს შეთავაზება საჯაროდ და ოფიციალურად და მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩვენი მზადყოფნა, ჩემი მზადყოფნა, სწრაფად მოვაწეროთ ხელი მშვიდობისა და ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების შეთანხმებულ ტექსტს“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.