ჯო ბაიდენი და კირ სტარმერი უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების ნებართვას განიხილავენ
13 სექტემბერს, ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს, კირ სტარმერს შეხვდება. ოფიციალური პირები განიხილავენ უკრაინის თავდაცვის ძალების რუსეთის სიღრმეში დარტყმების განხორციელების ნებართვას,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ, დევიდ ლემისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ბაიდენი პარასკევს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად განიხილავს უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე შორი დისტანციური დარტყმების ნებართვის მინიჭებას“, – განაცხადა ბლინკენმა.
მან ასევე აღნიშნა , რომ ის და ლემი ოთხშაბათს კიევს ერთად ეწვევიან.
შეგახსენებთ, ბოლო კვირების განმავლობაში, უკრაინამ აქტიურად მოუწოდა თავის მოკავშირეებს, გააუქმონ ყველა შეზღუდვა რუსეთზე შორი დისტანციური იარაღის დარტყმასთან დაკავშირებით.