ნიდერლანდები უკრაინას თანხმდება, მის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის სიღრმეში დარტყმისთვის გამოიყენოს
უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს ჰოლანდიური იარაღი რუსეთის სიღრმეში სამიზნეების დასარტყმელად, არც F-16 მოიერიშე თვითმფრინავების ფრენის შეზღუდვა არ დაწესდება,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა განაცხადა.
ბრეკელმანსმა ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო სამართალი დისტანციით არ არის შეზღუდული.
“დიახ, უკრაინას შეუძლია გამოიყენოს ჩვენი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე თავდაცვისთვის, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. კიევს აქვს უფლება, თავი დაიცვას.
ჩვენ არ დაგვიწესებია რაიმე ოპერატიული შეზღუდვა დისტანციასთან დაკავშირებით, თავდაცვის უფლება საზღვრიდან 100 კილომეტრში არ მთავრდება“, – განაცხადა ბრეკელმანსმა.