მოსკოვი უკრაინას რუსულენოვანი მოსახლეობის გენოციდში ადანაშაულებს
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ უკრაინული არმია დონბასში რუსულენოვან მოსახლეობას ცხრილავს. კომიტეტი უკრაინის გენერალურ პროკურატურას ქვეყნის ტერიტორიაზე რუსულენოვანი მოსახლეობის გენოციდის ფაქტების დამალვაში ადანაშაულებს.
„არაადექვატური რეაქცია ადამიანთა ჯგუფის, რომლებიც უკრაინის გენერალური პროკურატურის სტატუსს ეფარებიან, იძულებულებს გვხდის შევისწავლოთ მათი როლი რუსულენოვანი მოსახლეობის გენოციდის დამალვის საკითხში“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა „ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების“ ტერიტორიაზე რუსულენოვანი მოსახლეობის გენოციდის შესახებ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
მარკინის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსულენოვანი მოსახლეობის მკვლელობები „გრადის“, „ურაგანის“ და სხვა მძიმე შეიარაღების გამოყენებით ხდებოდა. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ კი, თავის მხრივ, სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის თანამდებობის პირების წინააღმდეგ აღძრა მუხლებით – ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერა და სამართალდარღვევათა ორგანოების თანამშრომლების საქმიანობაში ჩარევა.