„ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობა“ – კულტურის სამინისტრომ კონკურსის 22 გამარჯვებული გამოავლინა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კონკურსის – „ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობა“ გამარჯვებულები გამოავლინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსი „ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობა“ 2021 წლიდან ყოველწლიურად ცხადდება და მისი მიზანია: უმაღლესი სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობა; თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებთან ინტეგრირება; ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა მოტივაციის გაზრდა; პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა.
„კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 300 000 ლარს. სამინისტროს 57-მა განმცხადებელმა მომართა, რომელთაგან 22 გამარჯვებული გამოვლინდა:
1. სწავლის ხელშეწყობა სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინო-ტელე ოპერატორის სამაგისტრო პროგრამაზე;
2. სწავლის ნაწილისა და საცხოვრებელი ხარჯის თანადაფინანსება ავსტრიაში, ვენის მუსიკისა და ხელოვნების უნივერსიტეტი – გუნდისა და ორკესტრის დირიჟორი;
3. სწავლის ხელშეწყობა სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინო-ტელე ოპერატორის სამაგისტრო პროგრამაზე;
4. აშშ-ში სწავლის საფასურის თანადაფინანსება, დეპოლის უნივერსიტეტი – მუსიკალური პერფორმანსი (ვიოლინო);
5. სწავლის თანადაფინანსება აშშ-ში, ბერკლის სამუსიკო კოლეჯში -კომპოზიცია და პროდიუსინგი;
6. სწავლის ხელშეწყობა საცხოვრებელი ხარჯის დაფინანსებით გერმანიაში, ფრანკფურტის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტი – ვიოლინო;
7. სწავლის ხელშეწყობა საცხოვრებელი ხარჯის თანადაფინანსებით გერმანიაში, აუგსბურგის უმაღლესი სამუსიკო კოლეჯი – კლარნეტი;
8. სწავლის ხელშეწყობა საცხოვრებელი ხარჯის დაფინანსებით გერმანიაში, კიოლნის მუსიკისა და ცეკვის უმაღლესი სასწავლებელი – ფლეიტა;
9. სწავლის ხელშეწყობა საცხოვრებელი ხარჯის დაფინანსებით გერმანიაში, ნიურნბერგის უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელი – ჩელო;
10. სწავლის ხელშეწყობა საცხოვრებელი ხარჯის დაფინანსებით გერმანიაში, კიოლნის მუსიკისა და ცეკვის უმაღლესი სასწავლებელი – საყვირი;
11. სწავლის ხელშეწყობა საცხოვრებელი ხარჯის თანადაფინანსებით ფინეთში, სიბელიუსის აკადემია – ალტი;
12. სწავლის ხელშეწყობა მგზავრობის ხარჯის თანადაფინანსებით აშშ-ში, ნიუ იორკის სამხატვრო აკადემია – ფერწერა;
13. სწავლის ხელშეწყობა საცხოვრებელი ხარჯის დაფინანსებით გერმანიაში, მიუნხენის კონსერვატორია – ვიოლინო;
14. სწავლის ხელშეწყობა საცხოვრებელი ხარჯის თანადაფინანსებით ფინეთში, სიბელიუსის აკადემია – ვიოლინო;
15. სწავლის ხელშეწყობა საცხოვრებელი ხარჯის თანადაფინანსებით, აშშ, ჯულიარდის სამუსიკო სკოლა – ვიოლინო;
16. სწავლის ხელშეწყობა საცხოვრებელი ხარჯის დაფინანსებით გერმანიაში, აუგსბურგის უნივერსიტეტის ლეოპოლდ მოცარტის სამუსიკო კოლეჯი – ალტი;
17. სწავლის ხელშეწყობა საცხოვრებელი ხარჯის დაფინანსებით დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიის სამეფო კონსერვატორია – ალტი;
18. სწავლის საფასურის თანადაფინანსება აშშ-ში, ჯულიარდის სამუსიკო სკოლა – ფორტეპიანო;
19. სწავლის ხელშეწყობა საცხოვრებელი ხარჯის თანადაფინანსებით აშშ-ში, სტონიბრუკის უნივერსიტეტი – ჩელო;
20. სწავლისა და საცხოვრებელი ხარჯის თანადაფინანსება ავსტრიაში, ვენის მუსიკისა და ხელოვნების უნივერსიტეტი – საორკესტრო დირიჟორი;
21. საცხოვრებელი ხარჯის თანადაფინანსება აშშ-ში, ბათლერის სამუსიკო სკოლა – სოლო აკადემიური სიმღერა;
22. სწავლის ხელშეწყობა საცხოვრებელი ხარჯის თანადაფინანსებით ფინეთში, სიბელიუსის აკადემია – ფორტეპიანო.
ინფორმაციისთვის: 2023 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 300 000 ლარი. ამ დაფინანსებით 38 განმცხადებლიდან 21 ახალგაზრდა ხელოვანის განათლებას შეეწყო ხელი საქართველოს, აშშ-ის, გერმანიის, ავსტრიის, ფინეთის, ნორვეგიისა და საფრანგეთის სახელოვნებო სასწავლებლებში.
2022 წელს კონკურსის სრული ბიუჯეტი თავდაპირველად შეადგენდა 200 000 ლარს, თუმცა განმცხადებლების სიმრავლისა და კონკურსის დებულებით განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით სამინისტრომ შეძლო კონკურსის ბიუჯეტის 30 000 ლარით გაზრდა. კონკურსის მონაწილე 37 ახალგაზრდიდან კულტურის სამინისტრომ სხვადასხვა ხარჯის დაფინანსებით ხელი შეუწყო 12 კონკურსანტის სწავლას გერმანიის, შვეიცარიის, ფინეთის, ნორვეგიის, ბელგიისა და ავსტრიის სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებების უმაღლეს აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
2021 წელს კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 185 000 ლარს. სამინისტროს 80-მა განმცხადებელმა მომართა. დაფინანსდა 22 ახალგაზრდა. მათგან ცხრა ახალგაზრდას სწავლაში სხვადასხვა ტიპის ხელშეწყობა დაუფინანსდა საქართველოს, ხოლო 13 კონკურსანტს – აშშ-ის, ინგლისის, ესპანეთის, იტალიის, გერმანიისა და ავსტრიის სახელოვნებო-საგანმანათლებლო სასწავლებლებში“, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები