700 წელი ერთად
დიდ ბრიტანეთში ქალაქ ლესტერის უნივერსიტეტის არქეოლოგებმა უნიკალური სამარხი აღმოაჩინეს, რომელშიც მამაკაცის და ქალის ჩონჩხები იპოვეს. მეცნიერთა თქმით, ეს ოჯახური სამარხი იყო, სადაც ცოლ-ქმარი 700 წლის მანძილზე ერთად განისვენებდა. არქეოლოგებმა კიდევ 11 საფლავი აღმოაჩინეს, რომლებიც მე-14 საუკუნეს ეკუთვნოდა. სამარხების სიძველიდან გამომდინარე, ისინი საკამოდ კარგად არის შემონახული. ინგლისელმა არქეოლოგებმა სამარხს ,,შეყვარებულების საფლავი“ დაარქვეს, რადგან ,,რომანტიკულმა წყვილმა“ 700 წელი გაატარა ერთად.