თეა წულუკიანი: საქართველოდან პარალიმპიადაზე წარგზავნილი 14 ათლეტიდან, 9-მ სამშობლოს ჩამოუტანა მედალი, ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა
კულტურისა და სპორტის მინისტრის, ვიცე-პრემიერის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოდან პარალიმპიადაზე წარგზავნილი 14 ათლეტიდან, 9-მ სამშობლოს ჩამოუტანა მედალი, ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა.
მინისტრის განმარტებით, მსგავსი საუკეთესო მაღალი შედეგი საქართველოს სპორტის ისტორიას არ ახსოვს.
“საქართველოდან პარალიმპიადაზე წარგზავნილი 14 ათლეტიდან, 9-მ სამშობლოს ჩამოუტანა მედალი. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა და ეს არის საუკეთესო სპორტის ისტორიაში, როგორც მაღალი შედეგი და მე დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი ის ადამიანი, რომელსაც აქვს დიდი პოტენციალი და რომელიც შეიძლება მომავალში პარასპორტსმენი იყოს და დიდ შეჯიბრებებზე სამშობლო ასახელოს, ამიერიდან კიდევ მეტ ინტერესს გამოიჩენს,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.