გოგა ხაინდრავა ზოგიერთ მედიას სამარცხვინოს და „ჯოჯოხეთის ყუთს“ უწოდებს

კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დღეს მედიაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, ანგაჟირებული, „ნაციონალებზე“ სულით, ხორცით და აზრით მიყიდული რამდენიმე ტელევიზია და ჟურნალისტი ხალხს ჭაობში ამყოფებს.
ხაინდრავას განცხადებით, ქართველ ჟურნალისტებს განათლების დაბალი დონე აქვთ და ხშირად წესიერი წერა-კითხვაც არ იციან. მისი განმარტებით, არსებობს რამდენიმე ტელევიზია და მისი მესვეურები, რომელთაც არა საზოგადოებრივი ინტერესი, არამედ საკუთარი მერკანტილური ინტერესები გააჩნიათ.
„ანგაჟირებული, „ნაციონალებზე“ სულით, ხორცით და აზრით მიყიდული პრესა დღეს აჟიოტაჟს აწყობს. რამდენიმე ტელევიზიას და მათ მფლობელებს არა საზოგადოებრივი, არამედ მერკანტილური ინტერესები გააჩნია. ქვეყანა, სადაც 30 ახალი ამბიდან 28 ნეგატიურია, სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება. ჩვენი ქვეყნის გარდა, კარგის და ცუდის ბალანსი ყველგან არსებობს. იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობამ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე იფიქროს, ტელევიზიები ცდილობენ, მათ მითები დააჯერონ. ამას კი მედიასაშუალებები ფულის გამო აკეთებენ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს რუსული ფულიც იყოს. ძალიან სამარცხვინოები არიან ამ თავიანთი საინფორმაციო „ჯოჯოხეთის ყუთებით“. მედიაში სინდისი, პროფესიონალიზმი და ცოდნაა საჭირო“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები