რუსეთის ერთეულების ხელმძღვანელთა არჩევნებზე პუტინის პარტიამ გაიმარჯვა

რუსეთში რეგიონული არჩევნები დასრულდა. შედეგების მიხედვით, ყველა რეგიონული პარლამენტი ვლადიმირ პუტინის პარტიის, ედინაია როსიას კანდიდატებმა დაიკავეს.

არჩევნები 89-დან 83 რეგიონში ჩატარდა, სადაც ან პოსტზე მყოფმა გუბერნატორებმა გაიმარჯვეს ან გუბერნატორის თანამდებობა პუტინის მიერ შერჩეულმა მოვალეობის შემსრულებლებმა დაიკავეს.

მიუხედავად მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისა, არჩევნები კურსკის ოლქშიც ჩატარდა. გუბერნატორის პოსტზე ალექსეი სმირნოვი აირჩიეს, რომელიც აქამდე მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას იკავებდა.

რუსეთის ბევრ რეგიონში მიმდინარე არჩევნებზე ხმის მიცემა მრავალდღიანი და ელექტრონული იყო, რაც, ექსპერტების თქმით, გაყალბების რისკს ზრდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები