პიტერ სტანო – “ევროკავშირი კატეგორიულად გმობს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ე.წ. არჩევნების ჩატარებას”
ევროკავშირი კატეგორიულად გმობს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ე.წ. არჩევნების ჩატარებას, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, გაეროს წესდების და უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, – ასე ეხმაურება ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში 6-8 სექტემბერს ჩატარებულ ე.წ. პარლამენტისა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნებს.
„ევროკავშირი არ ცნობს ამ ეგრეთ წოდებულ „არჩევნებს“ ან მათ შედეგებს ყირიმში. ის ბათილად ითვლება და ვერ წარმოქმნის რაიმე სამართლებრივ ეფექტს. რუსეთის ხელმძღვანელობა და ამ უკანონო ქმედებების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ და შედეგები დაეკისრებათ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პიტერ სტანო ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი იმეორებს თავის პოზიციას ყირიმის უკრაინის კუთვნილებასთან დაკავშირებით და რუსეთს მოუწოდებს, უკრაინის ეროვნული ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვის მიზნით ძალისხმევა შეწყვიტოს.