„მასალები შუა საუკუნეების ქართულ-ევროპული კულტურული ურთიერთობების შესასწავლად“ – წარდგენა გაიმართება

9 სექტემბერს, 19:00 საათზე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, თეოლოგიის ფაკულტეტის ორგანიზებით, ბექა ჭიჭინაძის წიგნის – „მასალები შუა საუკუნეების ქართულ-ევროპული კულტურული ურთიერთობების შესასწავლად“ – პრეზენტაცია გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნი აერთიანებს რამდენიმე უცნობ და ნაკლებად ცნობილ წყაროს შუა საუკუნეების ქართულ-ევროპული კულტურული და ლიტერატურული ურთიერთობების შესახებ. მათ შორის გამორჩეულია თბილისელი დომინიკელების წერილი კონსტანტინეპოლელ დომინიკელებს გიორგი მთაწმინდელის შესახებ, რომელიც შეიცავს ორიგინალური ქართული ჰაგიოგრაფიული ტექსტის – გიორგი მთაწმინდელის ცხოვრების ფრაგმენტის ლათინურ თარგმანს (1240-იანი წლები).
კულტურული ურთიერთობების შესასწავლად წყაროები ევროპულ ისტორიოგრაფიაშიც კი დეფიციტურია, ამიტომაც წიგნში წარმოდგენილი პირველწყაროები, რომელთაც ავტორის თარგმანებიც ერთვის, მეტად მაღალი მეცნიერული და სახელმწიფოებრივი ღირებულების მატარებელია.
პრეზენტაცია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტურ სივრცეში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები