ზვიად ქორიძე პატიმართა ოჯახებს მოუწოდებს თაღლითებს არ ენდონ
შეწყალების მოტივით პატიმრის ოჯახისთვის 15 000 ლარის გამოძალვის ფაქტთან დაკავშირებით, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა. კულუარული ინფორმაციით, შესაძლოა, ამ შემთხვევაში გამოძიება ერთ-ერთ დეპუტატზეც გავიდეს. საუბარია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ თაღლითობის ფატქზე დაკავებულ მზია ტატიაშვილის დაკავების ფაქტზე, რომელსაც პატიმრის ოჯახისთვის გამორთმეული თანხა თითქოს შეწყალების კომისიაში უნდა მიეტანა. როგორც ქორიძემ აღნიშნა, თუ ადრე ამ მიმართულებით თაღლითობისა და მოტყუების მექანიზმები არსებობდა, დღესის არ მუსაობს და ვერც იმუშავებს: „შეწყალების კომისია დღეს მაღალი სტანდარტებით მუშაობს. სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები მინდა დსავარწმუნო, რომ თაღლითებს ნუ ენდობიან. შეწყალების კომისია მოტივირებულია, რომ ეს სისტემა მაქსიმალურად გამჭვირვალე და დაცული იყოს. სწორედ ამიტომ, კვირაში ორჯერ არსებობს მიღების დღეები და ნებისმიერ ადამიან შეუძლია ინფორმაცია გადაამოწმოს. კომისიის შიგნითაც არსებობს არაერთი მექანიზმი, რომ მსგავსი ტიპის ქმედებებმა კომისიაში ვერ შეაღწიოს.“
ზვიად ქორიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს თაღლითური სქემის გამოვლენისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შსს-მ ასეთი ფაქტი გამოავლინოს, რომ საზოგადოებამ დაინახოს რომ საქართველოში შეწყალება ასეთი ფორმებით არ ხდება. როგორც ქორიძემ აღნიშნა, ის არ ფლობს ინფორმაციას, პატიმარი, რომლის ოჯახმაც შესაწყალებელთა სიაში მოსახვედრად მზია ტატიშვილს 15 000 ლარი გადაუხადა, არის თუ არა შესაწყალებელთა სიაში. მისივე თქმით, როცა პატიმარი შეწყალების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, არ არის გამორიცხული, ამით ზოგიერთმა ადვოკატმა ან სხვა პირმა ისარგებლოს, მისი ოჯახი შეცდომაში შეიყვანოს და პატიმრის ოჯახს თანხა გამოსძალოს. ამიტომ, ყველას სთხოვს, ინფორმაცია გადაამოწმონ და თაღლითებს არ ენდონ.