დეა კულუმბეგაშვილის ფილმი ვენეციის კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა
7 სექტემბერს, ვენეციის 81-ე კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელზედაც ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის ფილმს – „აპრილი“ ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმი ქართულ-ფრანგულ-იტალიური ნამუშევარია. ქართულ მხარეს წარმოადგენს კინოკომპანია „დამოუკიდებელი კინოპროექტი“ (Independent Film Project) და პროდიუსერი არჩილ გელოვანი.
„ეროვნული კინოცენტრი ულოცავს დეა კულუმბეგაშვილს, არჩილ გელოვანსა და მთელ შემოქმედებით ჯგუფს ამ დიდ წარმატებას“, – ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.