შალვა პაპუაშვილი: ერთადერთი რასაც მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ტიმოთი ბლაუველთისგან მოველი, არის ბოდიში დავით მათიკაშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ

“გამაოგნებელია, რომ დონორი თავად არის ჩართული პოლიტიკოსების და მათი არასრულწლოვანი შვილების მიმართ სიძულვილის კამპანიაში”, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მმართველი გუნდის წევრ დავით მათიკაშვილზე თავდასხმის ფაქტს, რომელიც „ამერიკული საბჭოს”, ხელმძღვანელმა ტიმოთი ბლაუველთმა გადაიღო და გაავრცელა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, კითხვებისგან დამალვა არ არის გამოსავალი.

“ორმაგად მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ „ამერიკული საბჭო”, რომელსაც ტიმოთი ბლაუველთი ხელმძღვანელობს საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობს. კითხვებისგან დამალვა არ არის გამოსავალი. ერთადერთი რასაც მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ამ ადამიანისგან მოველი, არის ბოდიში პარლამენტის წევრის დავით მათიკაშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ,” – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები