კანადაში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ნიუ-იორკში ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებენ

კანადაში 20 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ნიუ-იორკის ცენტრში ისლამური ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებენ. როგორც ცნობილია ის ტერაქტს „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის წლისთავისთვის, 7 ოქტომბრისთვის ამზადებდა.

20 წლის პაკისტანელი მუჰამედ შახზებ ჰანუ, რომელიც ტორონტოში ცხოვრობდა, ტერორიზმში დადანაშაულება ელის კანადასა და აშშ-ში ნიუ-იორკის ებრაული ებრაული თემის ცენტრში სროლის მოწყობის მცდელობისთვის.

„ითვლება, რომ მოპასუხე გეგმავდა ტერორისტულ აქტს ნიუ-იორკში, დაახლოებით, მიმდინარე  წლის 7 ოქტომბერს რაც შეიძლება მეტი ებრაელის მოკვლის მიზნით. FBI-ის სწრაფი გამოძიების და კანადელი პარტნიორობის სწრაფი რეაგირების მეშვეობით ეჭვმიტანილი დაკავებულია“, – განაცხადა ამერიკელმა პროკურორმა მერიკ ჰარლანდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები