ზელენსკი: რუსეთმა კურსკის ოლქში 6000-მდე ჯარისკაცი დაკარგა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მხოლოდ კურსკის ოლქში რუსეთმა 6000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.
მისივე თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კურსკის ოლქში კონტროლი 1300 კმ² ტერიტორიაზე დაამყარეს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებული ტერიტორია მოიცავს 100-ზე მეტ დასახლებას, რომლებიც მიატოვა აგრესორი ქვეყნის არმიამ ან ტყვედ ჩავარდა ბრძოლებში.
„უკრაინამ თამაში თავდაყირა დააყენა და ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადააქვს.
ამ დროისთვის, ჩვენი ოპერაციის პირველი თვის განმავლობაში, მხოლოდ კურსკის ოლქში რუსულმა ჯარებმა დაკარგეს დაახლოებით 6 ათასი ჯარისკაცი [მოკლული და დაჭრილი]“, – დასძინა ზელენსკიმ.