მოსამართლემ ტრამპისთვის განაჩენის გამოცხადება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგი პერიოდისთვის გადადო

ნიუ-იორკის მოსამართლემ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის განაჩენის გამოცხადების თარიღი საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის გადადო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც მოსამართლემ განაცხადა, მას სურს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით თავიდან აიცილოს პოლიტიკური მოტივის დაუსაბუთებელი აღქმა.

შეგახსენებთ, რომ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე, პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ 2016 წელს გადახდილი თანხის, 130 000 დოლარის იურიდიულ ხარჯებში გაწერის გამო დამნაშავედ 30 მაისს ცნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები