ზელენსკი იტალიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას Ukrinform-ი იტალიურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზელენსკი ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ ჩერნობიოში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ამბროსეტის ფორუმში, ყოველწლიურ საერთაშორისო ეკონომიკურ კონფერენციაში.

ამასთან, 7 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტი იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ 6 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში, „რამშტაინის“ საავიაციო ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკითხებზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები