“წავა თუ არა პრეზიდენტი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, მსჯელობა ჯერ არ ყოფილა“

ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, წავა თუ არა პრეზიდენტი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევა გუშინ, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარისგანკლაუს შვაბისგან მასთან აუდიენციის დროს მიიღო.
“პრეზიდენტს, ზოგადად, ბევრი მოწვევა აქვს სხვადასხვა სახის ღონისძიებებზე. როგორც წესი, პრეზიდენტი თავად წყვეტს, რომელ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ, ამავე დროს, გასათვალისწინებელია ღონისძიების რანგი, მიზანშეწონილობა და, ამავე დროს, პრეზიდენტის სამუშაო გრაფიკი, შეთავაზება გუშინ გაკეთდა, შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი მსჯელობა არ ყოფილა. ამიტომ ცოტა გაუგებარია აჟიოტაჟი აღნიშნული თემის გარშემო “,-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები