სტოლტენბერგი: ნატოს მოკავშირეებმა პირობა დადეს, რომ უკრაინას მომავალ წელს 40 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გაუწევენ

ნატოს ვაშინგტონის სამიტზე მოკავშირეებმა უკრაინის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად გადაწყვეტილებები მიიღეს ,- ამის შესახებ ინფორმაცია ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა.

მისივე თქმით, უკრაინას გრძელვადიან სამხედრო დახმარებას მიაწვდიან, რომლის მინიმალური ზღვარი 40 მილიარდ ევროს შეადგენს.

“ნატოს მოკავშირეებმა პირობა დადეს, რომ უკრაინას მომავალ წელს 40 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გაუწევენ. ამ მხარდაჭერის შენარჩუნება გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებელია, რათა უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ასეთი ძალისხმევა მიზნად ისახავს, რუსული აგრესიის ფონზე უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების შემდგომ გაძლიერებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები