შეწყალებული პატიმრებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება
საქართველოს პრეზიდენტის ხელშეწყობით შეწყალებული პატიმრებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ – ზვიად ქორიძრმ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, ცენტრს პრევენციის დანიშნულება ექნება და ნებისმიერი შეწყალებული პირისთვის ერთგვარი თავშეყრის ადგილი იქნება. „მას შემდეგ, რაც გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგა, დღემდე 4 შეწყალების აქტი გამოიცა. ჯამში, შეწყალებულია 543 მსჯავრდებული. მათ შორის 312 დაუყონებვილ დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება, 164 პირს სასჯელი შეუმცირდა ან გაუნახევრდა, 9 პირს კი ნასამართლობა მოეხსნა. შეწყალებული 543 პირიდან, განმეორებითი დანაშაული 9 პირმა ჩაიდინა. ჩვენ უახლოეს ხანებში პრეზიდენტის თანადგომითა და ხელშეწყობით, ვგეგმავთ შეწყალებულ მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნას. მუშაობა უკვე დაწყებულია და ის სტაციონარული ტიპის ცენტრი არ იქნება“- განაცხადა ზვიად ქორიძემ საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში.