ევროკომისიამ უკრაინას 40 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყო
ევროკომისიამ უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის 40 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყო,- ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს.
„რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაუღალავად ესხმის თავს. მალე აცივდება, ამიტომაც ჩვენ გაჭირვებაში მყოფი უკრაინელებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას ვზრდით“, – დაწერა ფონ დერ ლაიენმა.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, 40 მილიონი ევრო უკრაინის ელექტროსისტემასა და ზამთარში გათბობისთვის საჭირო ელემენტების რეაბილიტაციას მოხმარდება.