უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: თუ რუსეთის მხრიდან ენერგეტიკულ სექტორში მძიმე დარტყმა არ მოხდება, მაშინ ზამთარი კარგად ჩაივლის

რუსეთის ფედერაციის მხრიდან ენერგეტიკულ სექტორზე ახალი მძიმე დარტყმების არარსებობის შემთხვევაში, უკრაინა ზამთარს ნორმალური ელექტრომომარაგებით გაივლის, – ეს პროგნოზი უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ უმაღლეს რადაში გამოსვლისას გააკეთა.

“თუ არ იქნება დარტყმები, რომლებიც კრიტიკულად იმოქმედებს ენერგეტიკულ სისტემაზე, ჩვენ ჩვეულებრივად გავივლით ამ ზამთარს. თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ, რა თქმა უნდა, ძნელია პროგნოზირება, რა გავლენას მოახდენს დარტყმები სისტემაზე“, – თქვა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები