აზერბაიჯანის პრეზიდენტი: ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ინიციატივა სამშვიდობო მოლაპარაკებების თაობაზე სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას გამოიწვევს

ბაქომ და ერევანმა სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის თითქმის 80% უკვე შეათანხმეს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

„ჩვენ შევძლებთ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებას. ამას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები მოწმობს. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს და სამშვიდობო ხელშეკრულების თითქმის 80% უკვე შეთანხმებულია“, – თქვა პრეზიდენტმა ალიევმა.

აზერბაიჯანის ლიდერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ორმა ქვეყანამ საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესიც დაიწყო. მისი თქმით, ეს მცირე, თუმცა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები