რუსთაველის ეროვნულ თეატრში 146-ე სეზონს „მიჯაჭვული პრომეთე“ გახსნის

28 სექტემბერს რუსთაველის ეროვნულ  თეატრში 146-ე სეზონი იხსნება. თეატრის ინფორმაციით, სეზონი დიდ სცენაზე გაიხსნება ტრაგიკული  ორმოქმედებიანი ფანტაზიით – „მიჯაჭვული პრომეთე”.
ინსცენირების ავტორი და რეჟისორი – რობერტ სტურუა;
თარგმანი – რობერტ სტურუასი და ნინო კანტიძის;
სცენური სივრცე – ანა ნინუასი, მერაბ მერაბიშვილისა და რობერტ სტურუასი;
კოსტიუმების მხატვარი – ანა ნინუა;
მუსიკალური გაფორმება – სვიმონ ჯანგულაშვილისა და რობერტ სტურუასი;
ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე;
რეჟისორის თანაშემწე – თეა მარგველაშვილი.
მონაწილეობენ: მანანა აბრამიშვილი, ანა ამილახვარი, ნინო არსენიშვილი, გოგა ბარბაქაძე, ლუკა გულედანი, ბუკა თოლორდავა, კახა კუპატაძე, ირაკლი კერესელიძე, მარიტა მესხორაძე, ეკა მინდიაშვილი, ბექა მეძმარიაშვილი, ქეთი სვანიძე, გაგი სვანიძე, ბექა სონღულაშვილი, დავით უფლისაშვილი, მალხაზ ქვრივიშვილი, ნატალია ყულოშვილი, ქეთი ხიტირი, ლევან ხურცია.

სპექტაკლი 19:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები