მიშელ ბარნიემ თანამდებობა ოფიციალურად გადაიბარა და პრემიერის რანგში ფრანგ ხალხს პირველად მიმართა

საფრანგეთის ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა, მიშელ ბარნიემ, თანამდებობა ოფიციალურად გადაიბარა და ფრანგ ხალხს, პრემიერის რანგში, პირველად მიმართა.

მან განაცხადა, რომ რამდენიმე კვირაში, პარლამენტის წინაშე, ახალი მთავრობის საკანონმდებლო პრიორიტეტებსა და წინადადებებს წარადგენს.

„ჩვენ რთულ ვითარებაში ვიმყოფებით. მნიშვნელოვანია, რომ ეს ახალი ფურცელი, ეს პერიოდი სასარგებლოდ გამოვიყენოთ ფრანგებისა და საფრანგეთისთვის“, – განაცხადა მიშელ ბარნიემ.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ახალ პრემიერ-მინისტრად მიშელ ბარნიე დაასახელა. პრემიერი საფრანგეთის ვადამდელი არჩევნებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები