აშშ უკრაინას 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინას 250 მილიონი დოლარის ღირებულების დამატებით სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს გამოაცხადებს დამატებით 250 მილიონი აშშ დოლარის უსაფრთხოების პაკეტს უკრაინისთვის“, – თქვა ოსტინმა გერმანიაში “რამშტაინის” შეხვედრის დროს.
როგორც ოსტინმა აღნიშნა, პაკეტი უკრაინას შესაძლებლობებს მისცემს, დააკმაყოფილოს ქვეყნის განვითარებადი მოთხოვნები.