ზელენსკი – კურსკის რეგიონში ოპერაციაზე: უკრაინის შეიარაღებული ძალები 1300 კვადრატულ მეტრს აკონტროლებენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებული საკონტაქტო ჯგუფის, “რამშტაინის” შეხვედრაზე რუსეთის კურსკის რეგიონში უკრაინული შეიარაღებული ძალების ოპერაციის პირველი თვის შედეგები შეაჯამა.

„დღეს გავიდა ზუსტად ერთი თვე, რაც რუსეთის კურსკის რეგიონში ჩვენი ოპერაციები დაიწყო. კონტრშეტევის წყალობით, ჩვენ შევატრიალეთ თამაში და ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადავიტანეთ”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ამჟამად 1300 კვადრატულ კილომეტრს და 100-ზე მეტ დასახლებას აკონტროლებენ.

„ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსმა ჯარებმა უბრალოდ მიატოვეს, ისინი გაიქცნენ, როცა ჩვენი ჯარის მოახლოება დაინახეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კურსკის რეგიონში, სამხედრო ოპერაციის პირველი თვის განმავლობაში, რუსმა ჯარებმა, დაახლოებით, 6 ათასი ჯარისკაცი დაკარგეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები